Seventh-Day Adventist Church

თბილისი - ლოტკინი ლოტკინის საკრებულო

Menu

ადამიანი და ღმერთი
  • Subscribe to RSS

Вернуться в блог

გახსოვს?...

გახსოვს?...

გახსოვს პირველად რომ დამიძახე? გახსოვს? გახსოვს შენი ლამაზი თვალებით ზეცისკენ როგორ იყურებოდი? პაწია თითს გაიშვერდი და იძახდი - „აი ქრისტე, აი ქრისტე“. როგორი ბავშვური და საყვარელი მზერა გქონდა... მეღიმებოდა შენს ნუკრივით უმანკო სახეს რომ ვხედავდი.

გახსოვს შენი პირველი შეპირება? „იესო მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ“. როგრ გიცემდა გული, როცა წყალში შედგი ფეხი. სიყვარულით, რიდითა და მოწიწებით სულ ცახცახებდი. წყალში ჩაყვინთე და თითქოს მთელი ცხოვრება ჩაატიე ამ ერთ წამში. წარსულის მოკვლას ცდილობდი, თან მომავლის გეგმებს აწყობდი. გახსოვს, ეს წამი როგორ გაიწელა? სუნთქვაშეკრულმა წამოიწიე და ისე ღრმად ამოისუნთქე, როგორც ახალშობილმა. თითქოს პირველად იგრძენი ჰაერის ნაკადი ფილტვებში. ფეხქვეშ მიწას ვერც კი ამჩნევდი, სიხარულით დაფრინავდი, თვალები გიციმციმებდა, პირისახე გიღიმოდა და მოძღვრის მიერ დასმულ კითხვებს თითქოს დაუფიქრებლად თავს უკრავდი. „დიახ, დიახ, დიახ“! - ნაჩუქარი ბიბლია გულში ჩაიკარი, გინდოდა მთელი სამყაროსთვის გემცნო „შენც უყვარხარ იესოს“. შენც ჩაგეხუტება იესო, შენც გაპატიებს, გეგონება მთელს სამყაროს შეეჭიდებოდი?!

ნუთუ ეს ყველაფერი არ გახსოვს შვილო? ნუთუ ჩემი სიყვარული დაივიწყე? ... რომ იცოდე როგორ მენატრები...

ნუ დარდობ. ვიცი არ გინდოდა, ვიცი, გაუცნობიერებლად დამშორდი, განა სხვებს არ ეუბნებოდი უფალი მიმტევებელიაო? მოდი და ისევ ბავშვურად ჩამეხუტე. მე ისევ ის ქრისტე ვარ, შენთვის რომ მოვკვდი. იცი? დღესაც შენთვის ვტირივარ. სად ეძებ შვილო გამოსავალს, როცა გამოსავალი ჩემშია? რად ეძებ გზებს, როცა მე ვარ გზა სიცოცხლისა? ნუგეში გინდა? აჰა, ჩემი დალურსმული ხელები დასტური ჩემი სიყვარულისა. რად გამირბიხარ? რატომ სტკენ მშობელს გულს? როგორ მინდა ცრემლი მოგწმინდო, გულში ჩაგიკრა და ხელში აყვანილმა გატარო. ჩემო ძვირფასო შვილო, განა რა უნდა სურდეს მამას იმაზე მეტი, ვიდრე შვილის ბედნიერება? ყოველ წამს შენი სიცოცხლისთვის ვიბრძვი, ყოველ წუთს შენი წუხილი ჭრილობებს მიახლებს.

ნუ სტირი! ნუ სტირი შვილო! ოღონდაც იწამე მამის და მისი სამართლიანობის. ოღონდაც ნუ მიყურებ ეჭვის თვალით, განა მე რომელმაც შენ შეგქმენი, შენი წამოყენება არ შემიძლია? ნუთუ მამა ოდესმე არ გაუწვდის თავის შვილს დახმარების ხელს? აი, რახანია გიცდი გაშლილი ხელებით, რომ გითხრა... მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...

Уведомления о ссылке на блог (Pingbacks)

0 Комментарийs

Добавить комментарий
 

Добавьте ваш комментарий

Чтобы добавить комментарий, вам необходимо войти или зарегистрироваться.